პარიზის სააპელაციო სასამართლოში მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს

მარინ ლე პენი

პარიზის სააპელაციო სასამართლოში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

მიმდინარე წლის მარტში, სასამართლო დადგენილებით მას ხუთი წლის ვადით შეეზღუდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, მას შემდეგ, რაც ლე პენი და კიდევ რვა დეპუტატი დამნაშავედ ცნეს ევროკავშირის ფონდებიდან 4 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის მითვისებაში.

სააპელაციო სასამართლოში მოსმენა ერთ თვეს გაგრძელდება. სასამართლო წინა ინსტანციის დადგენილებას თუ გააუქმებს, ან შეამცირებს შეზღუდვის ვადებს, მარინ ლე პენი უფლებამოსილი გახდება, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მარინ ლე პენს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დადგენილების გასაჩივრების უფლება საკასაციო სასამართლოში ექნება.