1747168660
პაპი ლეო XIV - ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ

ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.
როგორც „გარდიანი“ წერს პონტიფიკოსმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ.
„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგროსამდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს მათი ღირსება, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა, ლეო XIV-მ.