VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება შესაძლოა რუსეთ-ევროპის ომის მაუწყებელი გახდეს.
როგორც ორბანმა აღნიშნა, მან „საკუთარი თვალით ნახა, რომ დღეს ყველა ევროპელი ლიდერი ომზე ფიქრობს“.
„ევროპას ძალა და ფული ეწურება. ყველაზე დიდი კითხვა ის არის, თუ ვინ დააფინანსებს იმას, რაც უკრაინისგან ომის შემდეგ დარჩება. ვის აქვს ამისთვის ფული? რომელი ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები არიან მზად მილიარდობით ევრო გაუგზავნონ უკრაინას, რომელსაც საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია?“ - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„ბრიუსელს ასევე ახალი სასწაულმოქმედი იარაღი გაუჩნდა: ევროპაში არსებული რუსული სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა და გამოყენება. ეს რუსეთ-ევროპის კონფლიქტია, შესაძლოა, ომის წინაპირობაც კი იყოს. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა რუსეთ-ევროპის პირდაპირი მოლაპარაკებებია“, - დასძინა მან.