OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ბრაუზერი წარადგინა

ი ChatGPT Atlas

ამერიკულმა კომპანიამ OpenAI საკუთარი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბრაუზერი ChatGPT Atlas წარმოადგინა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრაუზერის მომხმარებლები სხვადასხვა ამოცანის შესრულებას ChatGPT-ს მეშვეობით შეძლებენ. კერძოდ, ჩატ-ბოტის „გამოძახება“ შესაძლებელია ნებისმიერ ვებგვერდზე გვერდითა პანელიდან. ის შეაჯამებს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, შეძლებს სხვადასხვა პროდუქტის შედარებას ან მონაცემების ანალიზის ჩატარებას. ჩატ-ბოტი ასევე ჩნდება დოკუმენტებში, ელექტრონულ წერილებში ან კალენდარში ჩანიშნულ მოსაწვევებში ცალკეული სიტყვების მონიშვნისას.

მანამდე Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ახალ ბრაუზერს რესტორნებში მაგიდების დაჯავშნა და ვებგვერდებზე ფორმების ავტომატურად შევსება შეუძლია.

ბრაუზერი ChatGPT Atlas უკვე ხელმისაწვდომია macOS-ისთვის, Windows, iOS-ისა და Android-ის ვერსიები კი უახლოეს მომავალში გამოვა.