ომთან სიახლოვის გამო ლატვია ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებას ითხოვს

ომთან სიახლოვის გამო ლატვია ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებას ითხოვს

უკრაინაში ომთან გეოგრაფიული სიახლოვისა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტის გამო ლატვია ევროკავშირისგან კომპენსაციას ითხოვს.

როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ქვეყანამ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დამატებით 7 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს.

ანდრის კულბერგსი მიიჩნევს, რომ ლატვია მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვალს იღებს, გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებებსა და შორს მყოფ ქვეყნებს ხმარდება.

„ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტს მაქსიმუმამდე მივიყვანთ... და ამ ვალებიდან ვაფინანსებთ... მთელი ევროპის თავდაცვას“, - განაცხადა კულბერგსმა.