ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს

ომი უკრაინაში

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.

ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.