ომის 356-ე დღე - რა ხდება უკრაინაში

omi ukrainaSi

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით გააძლიერეს. სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ისინი ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ.

ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბახმუტიდან 7 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლება კრასნაია გორაზე კონტროლი მოიპოვეს. ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის წინ წაწევის შესახებ ბრიტანული „ბიბისიც“ წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ რუსების განცხადებები სოფელ "კრასნა გორას" დაპყრობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკროპოლის ოლქიც, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები ხერსონის ოლქში. დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი.

ცნობილი გახდა რომ პოლონეთი უკრაინას ლეოპარდის ტანკების გარდა 60-ც მოდერნიზებულ ტანკსაც გაუგზავნის.