შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს.
„ჩვენ ვესაუბრებით ჩინეთს. ძალიან მინდა [წასვლა], მაგრამ ომის გამო მსურს აქ ვიყო“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
„ჩვენ ვითხოვეთ [ვიზიტის] დაახლოებით ერთი თვით გადადება და მე მოუთმენლად ველი მასთან [სი ძინპინთან] შეხვედრას“, - განაცხადა ტრამპმა. „ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო. ასე რომ, შესაძლოა ცოტა ხნით გადავდოთ, არა დიდხანს“.