1759659123
ნორვეგიაში, ოსლოს აეროპორტთან დრონის დაფიქსირების გამო, ფრენები დროებით შეფერხდა

ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს აეროპორტთან დრონის დაფიქსირების გამო ფრენები დროებით შეფერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ღამით პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ავიაკომპანია Norwegian Air-ის პილოტმა აეროპორტში მიახლოებისას სამი ან ხუთი დრონი დაინახა, რის შემდეგად რამდენიმე რეისი გაუქმდა ან სხვა აეროპორტში გადამისამართდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია დაუზუსტებელია და ამ დროისთვის აეროპორტში ყველა ოპერაცია განახლდა.
ბოლო კვირების განმავლობაში დრონების გამოჩენის გამო ევროპის რამდენიმე ქალაქში აეროპორტები დროებით დაიხურა, მათ შორის კოპენჰაგენის, ოსლოს და მიუნხენის აეროპორტები.