ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონზე, სატვირთო გემზე აფეთქება მოხდა

მდინარე ჰუდსონი

ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონზე, სატვირთო გემზე აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. შემთხვევის დროს ბორტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტში აცხადებენ, აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.