ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინური საპროტესტო ბანაკის დაშლისას პოლიციამ 100-ზე მეტი სტუდენტი დააკავა

ნიუ-იორკ

ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინური საპროტესტო ბანაკის დაშლისას პოლიციამ 100-ზე მეტი სტუდენტი დააკავა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, „ექსტრაორდინარული ზომა“ საჭირო იყო უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ რაც რამდენიმე გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო.

დემონსტრანტებს შორის იყო დემოკრატი კონგრესმენის ილჰან ომარის ქალიშვილი, რომელიც უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

აქციის მონაწილეებს კამპუსის ტერიტორიაზე 50-მდე კარავი ჰქონდათ გაშლილი, რაც, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით, უნივერსიტეტის წესების დარღვევას წარმოადგენდა.

საერთო ჯამში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 108 ადამიანი დააკავა.