1747980527
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

ნიუ-იორკში, ქუინსის სამხრეთ ნაწილში, ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი კრიტიკულად დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციამ დაადასტურა, რომ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. მათივე ცნობით, 911-ში ახალგაზრდა ქალმა დარეკა, რომელმაც თქვა, რომ "მისი ბიძაშვილი ოჯახის წევრებს კლავდა".
მეხანძრეების ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში ორი პოლიციელი გადაიყვანეს, ისინი, მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა კაცმა დაჭრა.

ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960