მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
ბაიდენი და შეშლილი მემარცხენეები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში დასარჩენად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ.
„ნიუ-იორკში გამოტანილი განაჩენი [მართლმსაჯულების] პაროდიაა, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მასხრად აგდებაა. პოლიტიკური შოუ, რომელსაც გაუძღვა ბაიდენის მომხრე მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები ამერიკის ყველაზე ლიბერალური ოლქიდან, აბსურდული და სასაცილო ბრალდებები. ბაიდენი და შეშლილი მემარცხენეები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში დასარჩენად“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.