ნიუ-იორკსა და პორტლენდში სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრებისა და აქტივისტების დაპირისპირება დაკავებებით დასრულდა

police

ნიუ-იორკში, სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრების ოპერაციას, აქტივისტებთან დაპირისპირება მოჰყვა. ფედერალური ოფიცრები ჩაინათაუნში გარემოვაჭრეების დასაკავებლად მივიდნენ, რამაც პროტესტი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მითითება არ შეასრულეს, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის შენობასთან არეულობა გრძელდება პორტლენდშიც. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, პროტესტის მორიგ ღამეს, ერთ-ერთი აქტივისტი სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისა და სახელმწიფო საკუთრების ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლის გამო დააკავეს.