ნიუ-იორკის მეტროში უსახლკარო მამაკაცის მკვლელობისთვის, ყოფილი საზღვაო ქვეითი დააკავეს

დაკავება

ნიუ-იორკის მეტროში უსახლკარო მამაკაცის მკვლელობისთვის, ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი დააკავეს. გარდაცვლილი, მეტროს მგზავრებისთვის ცნობილი მაიკლ ჯექსონის სახელით იყო.

შემთხვევის ამსახველ ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს, რომ ყოფილი საზღვაო ქვეითი, 30 წლის ნილს თავს ზურგიდან ესხმის და მის დახრჩობას ცდილობს. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს მამაკაცის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა.

24 წლის თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა. მკვლელობას ქვეყანაში ფერადკანიანთა უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა, ინციდენტს ისინი ეგრეთ წოდებული "თეთრი სიფხიზლის" მაგალითად აფასებენ.