1788430468
ნიუ იორკის მერმა მოსწავლეების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლით აუკრძალა
ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ მოსწავლეების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლით აუკრძალა.
მისი თქმით, ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება სჭირდებათ.
„ბავშვებს სწავლისა და განვითარებისთვის მასწავლებლები და ადამიანური კავშირი სჭირდებათ. მათ თანატოლებთან ერთად უნდა განავითარონ უნარები, დაამყარონ ურთიერთობები პედაგოგებთან და რთულ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ“, – განაცხადა ზოჰრან მამდანიმ.
ახალი ცვლილებით, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტით დაახლოებით 600 000 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვეღარ ისარგებლებენ. აკრძალვა პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მყოფ მოსწავლეებს შეეხებათ. ნიუ იორკის მერის თქმით, მასწავლებლები ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ სასწავლო პროცესისა და გაკვეთილების დაგეგმვაში გამოიყენებენ.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკას სხვა ქალაქებიც გადახედავენ. „როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ლოს ანჯელესია.








