რუსეთის მხრიდან თუ იქნება ახალი პროვოკაცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

რუსეთის მხრიდან თუ იქნება ახალი პროვოკაცია, სახმელეთო ან საჰაერო დარღვევა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები სუსტად არ უნდა წარმოჩინდნენ.

„ნატო რუსეთს პროპორციულად უპასუხებს, როგორც ადრეც გავაკეთეთ. საფრანგეთმა გაგზავნა „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები პოლონეთში საჰაერო პატრულირებისთვის. რუსები ჩვენს საზღვრებს ამოწმებენ. იმ დროს, როცა ისინი ჩვენ საზღვრებს არღვევენ, ჩვენი კოლექტიური პასუხი იყო პროპორციული. თუ იქნება ახალი პროვოკაცია, სახმელეთო ან საჰაერო დარღვევა, ალიანსი უპასუხებს. აშშ NATO-ს შეთანხმების მთავარი ნაწილია და არის პრინციპული სოლიდარობა მეხუთე მუხლის ძალით. რა არის რუსეთის საბოლოო ამოცანა? საზღვრების შემოწმებით ამბობს, რომ გირჩევნიათ თქვენს დაცვაზე იზრუნოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია უკრაინის დაცვა და ვიმოქმედებთ სწრაფად. უნდა ვაჩვენოთ, რომ გვაქვს საშუალებები. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ პოლონეთი, ესტონეთი, რუმინეთი სუსტ პოზიციაში იყვნენ, რადგან ამის შემდეგ არის გერმანია და მერე ვართ ჩვენ. სწორედ ამიტომ ერთად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.