ისტორიული მინუსი - როდის დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი ყინვა საქართველოში
1767814829
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ერევანში რელიგიური მსვლელობა გაიმართა, რომელიც ეკლესიის რეფორმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ფაშინიანმა დეტალურად განმარტა მსვლელობის მიზანი. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მსვლელობა მოეწყო შობის აღსანიშნავად, სომხური სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისადმი ერთგულების დასადასტურებლად, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმის მხარდაჭერის გამოსახატავად.
ფაშინიანის განცხადებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად გამოყენება სომხური სამოციქულო ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურისა და მისი ახლო წრის მიერ მიუღებელია და ხელისუფლება არ დაუშვებს ასეთი პრაქტიკის გაგრძელებას.