ძლიერი ლოცვები, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ
1756102456
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) მიერ „ნასერის“ საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს ტრაგიკული ინციდენტი უწოდა და მწუხარება გამოთქვა.
მისი თქმით, ისრაელი ჟურნალისტების, სამედიცინო პერსონალისა და ყველა სამოქალაქო პირის შრომას პატივს სცემს, ხოლო სამხედრო ხელმძღვანელობა ინციდენტს იძიებს.
„ჩვენ „ჰამასის“ ტერორისტებს ვეომებით. ჩვენს მიზანს „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ტყვეების სახლში დაბრუნება წარმოადგენს“, - დაწერა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელმა ღაზაში მდებარე ჰოსპიტალი დაბომბა, რა დროსაც 20 ადამიანი, მათ შორის ხუთ ჟურნალისტი დაიღუპა.