შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტიბეტში სამი ადამიანი დაიღუპა და 550-ზე მეტი დაკარგულია.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.