„I said YES!“ - შორენა ბეგაშვილს ხელი სთხოვეს
1771057537
ნატოში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, რუსეთის ომს უკრაინაში ჩინეთი უჭერს მხარს.
მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაურეკონ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ხვალვე შეაჩერონ აღნიშნული ომი.
„ამ ომს შესაძლებელს ხდის ჩინეთი. ჩინეთს შეუძლია დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და ხვალვე დაასრულოს ომი. მას შეუძლია რუსეთს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები აღარ მიჰყიდოს. ჩინეთს შეუძლია შეწყვიტოს რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვა“, - განაცხადა უიტაკერმა.
ელჩი აგრეთვე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას შეეხო და აღნიშნა, რომ გარიგება უკრაინელებისთვის მისაღები უნდა იყოს.