ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
სადაც კი NATO გამოჩენილა, იქ კარგი არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში, სადაც ნატო შეიარაღებული ძალით ჩაერია, მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლილა.
„NATO-ს შეჭრა ერაყში, მისი ჩარევა ყოფილ იუგოსლავიაში და სხვა არაერთი ავანტიურა, მათ შორის ლიბიაში – ყველგან, სადაც ნატო თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებს გარეთ მოქმედებდა, სამხედრო მისიები საკმაოდ აგრესიული ხასიათის იყო. არცერთ ადგილას, სადაც ნატო იარაღით ხელში შევიდა, ვითარება არ გაუმჯობესებულა“, – აღნიშნა ლავროვმა.