კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დასაცავად ნატო ფლოტს აგზავნის. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
გემები ზღვაში აპრილამდე, მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის სიახლოვეს განლაგდებიან, რათა დივერსიის ნებისმიერი მცდელობა თავიდან აირიდონ.
მედიის თანახმად, კვირის ბოლომდე ბალტიის ზღვაში ჯამში 10 ხომალდი შევა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება.
უკანასკნელი ასეთი ინციდენტის დროს ფინეთსა და ესტონეთს შორის დამაკავშირებელი ელექტრო და ინტერნეტ კაბელები დაზიანდა.
ფინეთში აცხადებენ, რომ მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდია. ინციდენტის დროს კაბელების სიახლოვეს სწორედ ეს გემი იმყოფებოდა.