მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროების ცნობით, ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს

ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროების ცნობით, ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს. ჩაბარებული იარაღის კადრები Telegram-ზე ვრცელდება.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩააბარეს 800 ერთეული საბრძოლო იარაღი, ყუმბარები, ნაღმსატყორცნები, ანტისატანკო რაკეტები და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარებისა და პოზიციების დატოვების პროცესი ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.