მინეროლოგი გვირჩევს, დღეს, რომელ საათზე უნდა ავიღოთ წყალი, რომ მას ძალა ჰქონდეს
1768762897
დანიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გრენლანდიის საკითხზე მიმდინარე ვითარებას გამოეხმაურა დაუნინგ სტრიტის რეზიდენცია.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ტრამპთან, დანიის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და ამერიკის პრეზიდენტს უთხრა, რომ NATO-ს მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია.
ელისეის სასახლის პოზიციის შესახებ "ევროაქტივი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო "ბაზუკა" იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება.
განცხადება გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმაც. ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა - ტარიფები კი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს.