მსოფლიო წესრიგი ირღვევა - ედგარს რინკევიჩი

ედგარს რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო წესრიგის რღვევასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. კერძოდ, რინკევიჩმა აღნიშნა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება და გლობალური საფრთხეები საზღვრებს აღარ ცნობს.

„მსოფლიო წესრიგი ირღვევა. წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელმაც სტაბილურობა მოიტანა, მზარდი ზეწოლის ქვეშაა. რაღაც ახალი ყალიბდება. უცნობია, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სამყარო შეიცვალა. საერთაშორისო ვაჭრობა, მობილობა, ტექნოლოგიები. ის, რაც შორს ხდება, აღარ არის შორს. არასტაბილურობა ვრცელდება, კონფლიქტები კი საზღვრებს კვეთს. ის, რაც უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება; არც ახლო აღმოსავლეთში, წითელ ზღვასა თუ სუდანში განვითარებული მოვლენები რჩება მხოლოდ ამ რეგიონების ფარგლებში. იგივე ითქმის სხვა გლობალურ საფრთხეებზეც. ტექნოლოგიებმა მანძილის მნიშვნელობა კიდევ უფრო შეამცირა. ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა არასწორ ხელში ის შეიძლება იქცეს დეზინფორმაციის, დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის მძლავრ იარაღად“,  – განაცხადა რინკევიჩსმა.