მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ - მსოფლიო საპატრიარქო

ბართლომე

 22 მარტს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კვირას, დილით ადრე თბილისში ჩამოვა, რათა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწროს, - ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"სამგლოვიარო ცერემონია თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი დაადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოხატავს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის სურვილს, პირადად მიუსამძიმროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს იერარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს.

პატრიარქ ბართლომეს თან ახლდება ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები. დაგეგმილია, რომ დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან," - წერია განცხადებაში.