მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
ჰოლივუდური სკანდალი გრძელდება - P Diddy-ს დაჭერის შემდეგ პროკურატურაში რამდენიმე სარჩელი შევიდა.
მას ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მსხვერპლების მთავარმა ადვოკატმა ტონი ბაზბიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე, P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.
ადვოკატის თქმით, სავარაუდო მსხვერპლების უმეტეს რაოდენობაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა. მან ასევე დაასახელა ნივთიერების სახელწოდებაც და აღნიშნა, რომ ნივთიერებას ცხენების ტრანკვილიზაციისთვის იყენებენ.
,,როგორც წესი, მსხვერპლს იტყუებდნენ ისეთ ვითარებაში, სადაც სთავაზობდნენ სასმელს. სასმელში სხვა ნივთიერების გარევა ხდებოდა. როგორც კი ნივთიერება იწყებდა ზემოქმედებას, მსხვერპლზე იწყებოდა სექსუალური ძალადობა, მას უშვებდნენ წრეზე და სანამ სხვა პიროვნებები პროცესს აკვირდებოდნენ, მსხვერპლზე მიმდინარეობდა როგორც ვაგინალური, ასევე ანალური ძალადობა“, - განაცხადა ადვოკატმა.
თუ მსხვერპლები აღნიშნული სასმელის მიღებაზე უარს აცხადებდნენ, მათ წვეულებებიდან აგდებდნენ. ირკვევა, რომ თუ მსხვერპლები დახმარებას ითხოვდნენ, მათზე მიმდინარეობდა ფიზიკური ან ფინანსური მუქარა, ასევე გადაღებული ვიდეო-ფოტო მასალებით შანტაჟი.
P Diddy-ის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში რეპერის შეყვარებულმა კესი ვინტურამ შეიტანა, თუმცა კესიმ სარჩელი რამდენიმე დღეში გამოიტანა და მათი დაპირისპირებაც დაივიწყეს. რეპერის რეპუტაცია ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც CNN-მა ექსკლუზიურად მოპოვებული ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა. რეიდები ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ დიდის ორ სახლში, საიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებებიც მიანიშნებდა ბევრად მძიმე დანაშაულებზე, რომელსაც რეპერი არ აღიარებს.