„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
როგორც გამოცემას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღლუმზე მისული ადამიანები სამხედრო ტექნიკისგან შემდგარ კოლონას და სამხედრო კურსანტებს ვერ იხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება „მიმდინარე ოპერატიული მდგომარეობის გამო“ არის მიღებული.
როგორც BBC წერს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკა წარმოდგენილი არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება, ღონისძიებაში ავიაცია მონაწილეობას მიიღებს, იუწყება გამოცემა.