ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
ისრაელის დაზვერვის სამსახური, მოსადი სპარსულ ენაზე ტელეგრამ-არხის მეშვეობით ირანელებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
„ჩვენო ირანელო ძმებო და დებო, თქვენ მარტო არ ხართ! სპეციალურად თქვენთვის შევქმენით დაცვის მაღალი ხარისხის მქონე სპეციალიზებული ტელეგრამ-არხი. ერთად დავუბრუნოთ ირანს დიდებული დღეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსადი სთხოვს ირანელებს გააზიარონ ფოტო და ვიდეო მასალები, თუ როგორ ებრძვიან ირანულ რეჟიმს.
ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.