ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
მოლდოვის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა, – ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ნოვოანენსკის რაიონის სოფელ ხირბოვეცის მიმდებარედ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. აღნიშნული დასახლება უკრაინის ოდესის ოლქის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ უწყებას ადგილობრივი დროით 05:40 საათზე შეატყობინეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, დროებით დახურეს ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები. ამჟამად ორივე აეროპორტში ფრენები აღდგენილია.