1740687768
მოჰავეს უდაბნოში 6 ცხედარი აღმოაჩინეს

კალიფორნიის, მოჰავეს უდაბნოს შორეულ რაიონში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პოლიციას ცხედრების იდენტიფიცირება და გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ორი მსუბუქი ავტომობილი - ღია ფერის მინივენი და მუქი ფერის ჯიპი.
მედიის ინფორმაციით, ავტომობილი ტყვიებით იყო სავსე. რამდენიმე ცხედარს დამწვრობის კვალი აღენიშნება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
ასევე ნახეთ:
„მამამ იპოვა გარდაცვლილი...“ - თელავში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა