მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ და ერთად ვეძებოთ გზები, როგორ შევძლებთ ამას - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ცხოვრება ყველას სურს, ერთად ვეძებოთ გზები, თუ როგორ გავაკეთებთ ამას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.

„თუ გვინდა ვიცხოვროთ და ცხოვრება ყველას სურს, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი ჩემს ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში: მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ და ერთად ვეძებოთ გზები, თუ როგორ შევძლებთ ამას“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენა არის „რთული, მყიფე პროცესი, რომლის აწყობაც ძალიან რთულია, ხოლო ნგრევა – ძალიან მარტივი“.

მისივე თქმით, ყველაზე ახლო პარტნიორების ინტერესებიც კი სრულად ვერ დაემთხვევა.

„ყველაზე ახლო პარტნიორების ინტერესებიც კი თუ სრულად არ ემთხვევა, რაღა უნდა ითქვას იმ ქვეყნებზე, რომლებიც მეტოქეობის, მკაცრი კონკურენციის და, მით უმეტეს, დაპირისპირებულ ურთიერთობებში იმყოფებიან“, – განაცხადა პუტინმა.

✕