LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
„მე ვეთანხმები (პრეზიდენტ დონალდ ტრამპს), რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პუტინმა ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მინდა იმედი მქონდეს, რომ მიღწეული შეთანხმება დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაუხსნის უკრაინაში მშვიდობას“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.