მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ - ზელენსკი

ზელენსკი

"მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მთავარი კითხვა - როდის შეხვდება პუტინი ზელენსკის, ისევ პასუხგაუცემელია.

 

"მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება ომის დასასრულებლად. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა დაადასტურონ ეს. შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების – პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ნებაზე, მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე. საჭიროა ახალი ნაბიჯები: სანქციები, ტარიფები. გუშინ ამაზე კიტ კელოგთან ვისაუბრეთ. რუსეთი ექსკლუზიურად გვაძლევს სიგნალებს, რომ ის კვლავაც აპირებს რეალური მოლაპარაკებების არიდებას. ამის შეცვლა მხოლოდ ძლიერი სანქციებით, ტარიფებით, რეალური ზეწოლით შეიძლება", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტი კი, იმ შემთხვევაში თუ ორი ქვეყნის ლიდერები შეიარაღებულ კონფლიქტს არ დაასრულებენ, საქნციების ახალ პაკეტს და ეკონომიკურ ომს აანონსებს.