„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
კანადელმა მილიონერმა დასახლებაში, სადაც ბავშვობა გაატარა, 99 გაჭირვებულ ოჯახს სახლი აუშენა. ქველმოქმედი ბიზნესმენის სახელი მარსელ ლებრუნია. არსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტისათვის მას 4 მილიონი დოლარი ჰქონდა გამოყოფილი.
ლებრუნი წარმოშობით კანადის აღმოსავლეთიდან, ზღვისპირა პროვინცია ნიუ-ბრანსუიკიდანაა. მისი მიზანი ადგილზე სრულყოფილი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებაა - რესტორნებით, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებითა და მაღაზიებით. პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე ფაზაშია, თუმცა ოჯახებს კუთვნილი მცირე ზომის სახლები უკვე გადაეცათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიუ-ბრანსუიკის მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური პრობლემების წინაშე იმყოფება. გამოწვევის უმთავრესი მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ერთ-ერთი გაყიდული ბიზნესიდან მიღებული თანხის ნაწილი ჩემს მშობლიურ ადგილას დამებანდებინა. ვფიქრობ, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქალაქებს ისე, როგორც შეგვიძლია", - ამბობს ლებრუნი.
ასევე ნახეთ:
„რამხელა ტრაგედიაა ღმერთო...“ - ბათუმის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს