მიგრაციის კანონმდებლობის გამკაცრებაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლა მემარჯვენე პარტიებთან, მათ შორის პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - „ევრონიუსი“

ალტერნატივა გერმანიისთვის

გამოძიებები აჩვენებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა ევროპარლამენტში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლა მემარჯვენე პარტიებთან, მათ შორის პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პარტიები ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობის გამკაცრების საკითხში თანამშრომლობენ.

„ევრონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემარჯვენე პარტიებთან და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიასთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან სოციალური კავშირი“, ვიდრე აქამდე იყო.

კანონპროექტმა ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში საჭირო უმრავლესობა მოიპოვა ევროპარლამენტარების სხდომის დასრულებისთანავე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების გარდა, მას მემარჯვენე ბანაკის ევროპარლამენტარებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის იყო „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, მერი ხანი.

დაგეგმილი კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის დაშვებას ითვალისწინებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებში, ე.წ. დაბრუნების ცენტრებში.