მიგრანტებით სავსე ნავში, რომელიც კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, გოგონა დაიბადა

ფოტო: Reuters

ნავში, რომელშიც 60 მიგრანტი იჯდა და მაროკოდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, გოგონა დაიბადა - იუწყება News.Sky.

მიგრანტებით სავსე ნავმა 135 საზღვაო მილი გამოიარა. ნავში 14 ქალი და 4 ბავშვი იჯდა. დედა და ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დედას და ახალშობილს მიგრანტებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ცენტრში გადაიყვანენ.

ყოველწლიურად, ათასობით ემიგრანტი აფრიკიდან სახიფათო მარშრუტს ირჩევს, რათა ნავით ესპანეთში მოხვდეს.

ესპანური ჰუმანიტარული ორგანიზაციის Walking Borders-ის მონაცემებით, 2024 წელს ამ მარშრუტზე 9 757 ადამიანი დაიღუპა.