ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1732558985
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინასთან ომი უფრო ადრე დაიწყებოდა, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანება რომ არ დაებლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ჩვენ უფრო ადრე ვიხილავდით სამხედრო კონფლიქტს. ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ პრეზიდენტი პუტინი არ დარჩებოდა უმოქმედოდ და არ უყურებდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. და მაშინ, უკრაინა, როგორც ქვეყანა, ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი მომზადებული, როგორც 2022 წლის თებერვალში იყო“, - აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბირთვული იარაღის გამოყენება“.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ პარალიზებული შიშით, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი ან, აშშ-თან ერთად მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული ძალიდან ერთ-ერთი. პოტენციალი საშიშია“, - დასძინა მან.