მერიამ-ვებსტერის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

მერიამ-ვებსტერის ლექსიკონი

ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა 2025 წლის სიტყვად „სლოპი“ დაასახელა. გამომცემლობაში განმარტავენ, რომ ეს სიტყვა დაბალი ხარისხის ციფრულ კონტენტს აღნიშნავს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დიდი რაოდენობით იქმნება.

ლექსიკონი „სლოპს“ უწოდებს „აბსურდულ ვიდეორგოლებს“ და რეკლამას, ყალბ ამბებს, რომლებიც „საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება“, ხელოვნური ინტელექტით დაწერილ წიგნებსა და კონტენტს „მოლაპარაკე კატებით“. „ეს ხალხის გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხი ამას შეეგუა“, - დაასკვნეს ლექსიკონის წარმომადგენლებმა.

თავდაპირველად, 1700-იან წლებში, „სლოპი“ „რბილ ტალახს“ ნიშნავდა. 1800-იან წლებში მან მიიღო მნიშვნელობა „საკვების ნარჩენები“, შემდეგ კი „ნაგავი“ ან „პროდუქტი, რომელსაც მცირე ან საერთოდ არანაირი ღირებულება არ აქვს“.