1771789041
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, მეტსახელად „ელ მენჩო“ მოკლეს
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, მეტსახელად „ელ მენჩო“ მოკლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც „ელ მენჩოს“ სახელით იყო ცნობილი, დღეს ჰალისკოს შტატში მოკლეს. მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაცია ქვეყნის სპეციალური დანაყოფების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ოპერაციაში ჩართული იყო მექსიკის სამხედრო-საჰაერო ძალები და ეროვნული გვარდია.
59 წლის ყოფილი პოლიციელი „ელ მენჩო“ ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინისა და ფენტანილის უზარმაზარი რაოდენობა გადაჰქონდა. აშშ-ს „ელ მენჩოს“ შესახებ ინფორმაციისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.










