1781296763
მელაძემ თურქეთში შუა კონცერტის დროს სცენა მიატოვა და სახლში წავიდა
SHOT Telegram არხის ცნობით, თურქეთში, ბელეკში, ხუთვარსკვლავიან Port Nature Luxury Resort სასტუმროში ნასვამმა VIP სტუმრებმა ვალერი მელაძის გამოსვლა ჩაშალეს.
კონცერტის შუაში, ნასვამმა ტურისტებმა მომღერალს სთხოვეს, დაბადების დღე მილოცვები გაეგზავნა, სიმღერები შეეკვეთით ემღერა და ფოტოები გადაეღო. არტისტს სელფის გადასაღებად და კამერისთვის „მოკითხვა ალისა სერგეევნასგან“ რომ ეთქვა, გამოსვლის შეწყვეტაც კი მოუწია. მელაძემ მაყურებელს მოუწოდა, კონცერტი ჯერ დაესრულებინათ და შემდეგ არაფორმალური საუბარი ჩაეტარებინათ. მან უარი თქვა დამსვენებლებთან ერთად დალევაზეც.
სულ ამ ზაფხულს ამ სასტუმროში მელაძის ექვსი კონცერტია დაგეგმილი. ბიუჯეტურ ნომერში ორი ადამიანისთვის ერთი კვირის განთავსება 3 500 დოლარიდან იწყება, ხოლო ლუქს კლასის ნომერი თითქმის 10 000 დოლარი ღირს.











