„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ შვილებთან, არჩისა და ლილიბეტთან ერთად, დიდი ბრიტანეთი დროებით დატოვეს. როგორც ფრანგული გამოცემა Madame Figaro წერს, სასექსის ჰერცოგინიას ოჯახში განვითარებულმა მოვლენებმა და მამის გარშემო ატეხილმა სკანდალმა შესაძლოა წყვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.
22 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი, არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის სავარაუდო ფლობის საქმეზე გამოძიების ობიექტია. ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა. აღნიშნული ბრალდებები ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
გამოცემის ცნობით, მეგანი მომხდარით ძალიან შეძრულია. ჰარისთან და შვილებთან ერთად მან დროებით გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრება და ახლო მეგობრებთან ყოფნა. როგორც ირკვევა, ჰერცოგინია განსაკუთრებით განიცდის ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მეგან მარკლმა საჯარო განცხადებაშიც გამოხატა შოკი მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ მისი ფიქრები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთანაა. მან ასევე განმარტა, რომ მამასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება შვილების დაცვის სურვილს უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლს მამასთან ურთიერთობა 2018 წლიდან აღარ აქვს. თომას მარკლის გარშემო განვითარებული მოვლენები კი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას დიდ ბრიტანეთში დაბრუნებასთან დაკავშირებულ გეგმებს დამატებით კითხვებს უჩენს.