მედიის ცნობით, სი ძინ პინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

სი ძინ პინი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც „სიენენი“ წერს, ჩინეთის ლიდერმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არცერთ ქვეყანას.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ პატივს სცემენ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ულოცავენ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას.