მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობასთან თათბირს მართავს

ფრიდრიხ მერცი

გერმანული მედიის ცნობით, კანცლერი მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობასთან თათბირს მართავს. ასევე იმართება სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაც. ამის შესახებ გაზეთი „ბილდი“ იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, პარტიის პრეზიდიუმის სხდომა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბერლინის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.

პარალელურად, იმართება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის სხდომაც.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მმართველ კოალიციაში ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად შედის.

საქსონია-ანჰალტის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ 9,3% მიიღეს, რაც ამ რეგიონში პარტიისთვის ყველაზე დაბალი შედეგია.

ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგად პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43,8% მიიღო, თუმცა პარლამენტში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.