რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვიშეგრად 24” ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ადამიანის უფლებათა ლიგა (LDH) (საფრანგეთი) მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 603 140 ევროს ღირებულების პროექტში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაცხადა ევროკომისიის დაფინანსების პარტნიორობა 2023–2027 წლებისთვის, რომელიც შეადგენს 5.56 მილიონ ევროს, მსოფლიო ორგანიზაციამ „წამების წინააღმდეგ“ (OMCT) მიიღო დაახლოებით 1.93 მილიონი შვეიცარიული ფრანკი ევროკომისიისგან 2024 წელს და კიდევ 620 617 ფრანკი ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდებიდან“, ARCI (იტალია) მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში (ღირებულებით 603 140 ევრო), CGIL პროფკავშირების კონფედერაცია (იტალია) კი კოორდინაციას უწევდა ცალკეულ 270 520 ევროს ღირებულების ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს.
პარალელურად, ანგარიში მომზადდა Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე, რომელმაც 13 ქვეყანაში 101 ისეთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებიც „არეულობებს კოორდინაციას უწევდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ ან მათ მასშტაბებს ზრდიდნენ“. ანგარიშის თანახმად, კომუნისტური, სოციალისტური და რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციების მზარდი რაოდენობა ეხმაურება მორიგ მოწოდებას, რომ პარასკევს, 20 ნოემბერს ევროპის მასშტაბით ახალგაზრდების კოორდინირებული გაფიცვა გამართონ.