"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ბულგარეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ბუდაპეშტში ჩასასვლელად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავს საჰაერო დერეფანი გაუხსნას. ინფორმაციას ბულგარული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე გეორგ გეორგიევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როცა საქმე მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას ეხება, ლოგიკურია ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა პირობა შევქმნათ. როგორ შედგება შეხვედრა, თუ მონაწილეთაგან ერთი ჩასვლას ვერ შეძლებს“, - თქვა გეორგიევმა.
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.