ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ამსტერდამის მერის, ფემკე ჰალსემას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აფეთქება ქალაქის ებრაული სათვისტომოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული.
პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად გამოცხადდა. აფეთქების შედეგად სკოლა მცირედით დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმეს პოლიცია იძიებს, რომელმაც უკვე ამოიღო გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
Sky News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყეს, ებრაულმა სკოლებმა, სინაგოგებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს.