მე ჩავკეტე საზღვრები და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს - ტრამპი

დონალდ ტრამპი

მე ჩავკეტე საზღვრები და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა.

„გადაწყვიტა გაეხსნა საზღვრები და ჩვენი ქვეყანა ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა ციხიდან და მენტალური დაწესებულებებიდან გამოსული ხალხი, ტერორისტები. ჩვენ ტერორისტების შემოდინების უდიდეს რიცხვი გვაქვს მთელი მსოფლიოდან, ისინი მოდიან ახლო აღმოსავლეთიდან, მთელი მსოფლიოდან. მე ჩავკეტე საზღვრები და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს. მსგავსი არაფერი ყოფილა, ხალხი იხოცება“, - აღნიშნა ბადიენმა.