მძინარე, უიარაღო ადამიანების მკვლელობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა და დაკავებულთა ხოცვა, როგორც "რუტინა" - ბრიტანელი ყოფილი სპეცრაზმელები თანამებრძოლების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე ალაპარაკდნენ

ბრიტანელი ყოფილი სპეცრაზმელები თანამებრძოლების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე ალაპარაკდნენ

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სპეცრაზმელები თანამებრძოლების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობენ, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ყოფილი სამხედროები ჰყვებიან, რომ ძილის დროს უიარაღო ადამიანებს კლავდნენ, აკავებდნენ ხელბორკილებით, ბავშვებს სიკვდილით სჯიდნენ, დაკავებულთა მკვლელობა კი "რუტინა იყო".

BBC-ის სტატიის მასალებში ნათქვამია, რომ ომის დანაშაულები ათწლეულზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

"BBC პანორამამ" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს.